|
2026-01-22 16:45:26, 3128 ნახვა
ომი უკრაინაში
დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ქალაქ დავოსში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაიწყო. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა. შეხვედრა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება. მომავალში ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვა. პრეზიდენტი ასევე მონაწილეობას მიიღებს „უკრაინის აღდგენის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ პანელურ დისკუსიაში. ღონისძიების ფარგლებში ზელენსკი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. Axios-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკი შვეიცარიაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, ხოლო თეთრი სახლის წარმომადგენლები სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან. ორივე შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ განხილვას დაეთმობა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)