21:33 - 21 Jul, 2026
|
2015-01-07 18:33:49, 4879 ნახვა
მსოფლიო
„Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ
ფრანგული ჟურნალის „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. რედაქციაზე თავდასხმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა დაგმო. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ტერორიზმთან ბრძოლასა და პრესის თავისუფლების დაცვაში, ყოველთვის მხარს დაუჭერს. ამასთან, ტერორისტული აქტი თეთრმა სახლმა მკაცრად დაგმო. თეთრის სახლის წარმომადგენლის ჯოშ ერნესტის განცხადებით, აშშ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით კი, პარიზის ტრაგედია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)