08:51 - 24 Jul, 2026
|
2026-01-08 18:40:58, 795 ნახვა
პოლიტიკა
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახი გენერალური პროკურორის გადადგომას მოითხოვს
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა, ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოჯახის ერთ-ერთმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა მოითხოვა გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის გადადგომა. ზაზა ხატიაშვილის თქმით, თუ 17 იანვრამდე გიორგი გვარაკიძე არ გადადგება, 15:00 სთ-ზე აქციას გამართავენ და გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე შიმშილობას დაიწყებს. 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც თბილისში რამდენიმე დღით ადრე თავს დაესხნენ. არსებული ცნობით, მას 3 ოქტომბერს ჩაუსაფრდნენ, სცემეს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. გიგა ავალიანი კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)