|
2026-01-07 11:21:41, 876 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ზენონი - შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ
ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს. როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, ქრისტეს შობა „რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული“ არ არის. „ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ. დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული. ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს. ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს ?! ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო-სიყალბე. ჩვილად მოსული მარადიული სიცოცხლისა და იმედის დღესასწაულს ქრისტესშობას გილოცავთ!,- წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)