15:13 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 14:38:02, 844 ნახვა

სამართალი
ნონა თოდუა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეზიდენტის შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის  ნონა თოდუას განცხადებით, მოსამართლეობაზე პრეზიდენტის შეთავაზება მისთვის მოულოდენლი იყო, რადგან 30 წელზე მეტია, სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული.

თუმცა, თოდუას შეფასებით, მისი გამოცდილება, ასაკი აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში დადებით წვლილს შეიტანს.

„სასამართლო ხელისუფლება რომ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საბედნიეროდ ეს პროცესი დაწყებულია. მე ამას ვამჩნევ“, - აღნიშნა ნონა თოდუამ.

ნონა თოდუა სასამართლო სფეროში ხარვეზს ნორმის განმარტების თავისუფლებაში ხედავს.

„მოსამართლეები მაინც შეზღუდული არიან ნორმის განმარტების დროს და ხშირად მიმართავენ ნორმის სიტყვა სიტყვით განმარტებას, მაშინ, როცა ნორმის განმარტების სხვადასხვა ხერხი არსებობს, რომლიც შეიძლება მოსამართლემ კარგად გამოიყენოს, მითუმეტეს, როდესაც  ხედავს არასამართლიან ქმედებას . მაგალითად,  ადამიანის უფლების შელახვას გამოძიების ეტაპზე, ამის გამოსწორებისთვის სასამართლოს აქვს მთელი რიგი ბერკეტები, თუ ის ნორმას სწორად განმარტავს. ვფიქრობ, მეცნიერების  წვლილი ამ საქმეში დადებითი იქნება“, - განაცხადა ნონა თოდუას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics