13:00 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 14:08:06, 429 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: სამივე ქალბატონი იქნება ადამიანი, რომელიც განაჩენს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს სახელით გამოიტანს

„სამივე ქალბატონი - ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა იქნებიან ადამიანები, რომლებიც განაჩენს არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე ჯგუფის, ან პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით გამოიტანენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურების წარდგენისას განაცხადა.

მანამდე პრეზიდენტი რეზიდენციაში ორივე მათგანს პირადად შეხვდა. შეხვედრას კიდევ ერთი კანდიდატი ანა დოლიძეც ესწრებოდა.

„სამივე კანდიდატი თავისი გამორჩეული ბიოგრაფიით, პროფესიონალიზმითა და თავისი პრინციპულობით იქნებიან ადამიანები, რომლებიც განაჩაენს გამოიტანენ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, რომელიმე ჯგუფის, ან პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს სახელით შეძლებენ რომ გამოიტანონ განაჩენი და უკეთესი მართლმსაჯულება მისცენ ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics