|
2026-01-02 17:30:55, 1046 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯღამაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის, ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას სამჯერ მიმართეს, თუმცა ამ საკითხს "მსვლელობა არ მიეცა". ჯაღმაიძემ დაამატა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე პატრიარქის ტახტის მესაყდრემ, მეუფე შიომ ირაკლი კობახიძეს მიმართა. "ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო, თითქოს დაპირისპირებულია მათთან. პირველ რიგში გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება, ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი - არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს, ვიღაცის მიერ. რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, ვთქვათ, ცრემლსადენი გაზით და წყლით. ბევრი კადრებია ამის შესახებ, მამაოები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და, რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდნენ, პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად". - თქვა დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)