|
2026-01-01 12:26:20, 1931 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან 117 000 მოხელის ანაზღაურება 10%-ით იზრდება, ყაველაშვილის 192 000 ლარი, ხოლო კობახიძის 192 000 ლარი ხდება
დღეს, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ძალაში შევიდა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული დაახლოებით 117 000 მოხელის ანაზღაურება 10%-ით იზრდება და ჯამურად 3.4 მილიარდ ლარს აღწევს. ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2025 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 460 ლარს შეადგენდა, ხოლო 2026 წლიდან ის 1 600 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება. უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2026 წელს ასე განისაზღვრება:
დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, საბაზო ხელფასის ზრდა მომავალშიც ავტომატურად აისახება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებებზე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)