01:14 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 14:34:14, 6107 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ აშშ-მა ვენესუელას დიდ ობიექტებს დაარტყა, არ აზუსტებს დეტალებს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ვენესუელაში "დიდ ობიექტებზე" იერიში მიიტანეს. ტრამპმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ რადიო გადაცემაში, 30 ოქტომბერს კი ჟურნალისტებთან ისაუბრა.

აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუზუსტებია დამატებითი დეტალები. მისი სიტყვებიდან სამი დღის შემდეგ ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არც სამთავრობო უწყებებს გაუკეთებიათ. 

30 დეკემბერს ჟურნალისტებმა ტრამპს რადიო გადაცემაში ნათქვამი სიტყვების შესახებ ჰკითხეს. პრეზიდენტის თქმით, აშშ-მ დაარტყა ნავსაყუდელს და მოხდა "დიდი აფეთქება".

"ჩვენ ყველა ნავს და ახლა უკვე ტერიტორიასაც დავარტყით… ეს არის მთავარი ადგილი. იქ ხდებოდა ეს ყველაფერი და ახლა ის ადგილი აღარ არსებობს,"- თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მათ აქვთ დიდი ქარხანა ან დიდი ობიექტი, საიდანაც გემები გამოდიან. ორი ღამის წინ ეს გავანადგურეთ. ძალიან ძლიერად დავარტყით,"- აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა WABC-ის რადიოწამყვანთან სატელეფონო ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics