|
2025-12-29 21:43:59, 3896 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია დასრულდა - გამოვლინდა 63 გამარჯვებული
საქართველოს ბანკის გზავნილების კამპანია ემიგრანტებისთვის, რომელიც 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატებით დასრულდა. კამპანიის ფარგლებში, 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მომხმარებელმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერ პრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი 72,000 ლარი გათამაშდა. კამპანია განკუთვნილი იყო საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. გზავნილები საქართველოს ბანკის პროდუქტია, რომელიც ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღონ თანხა საკუთარ ანგარიშზე. ის ინტეგრირებულია ბანკის ციფრულ არხებში და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს, მათ შორის, სტანდარტულთან შედარებით, კონვერტაციის უკეთეს კურსს. “საქართველოს ბანკი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ეს ერთის მხრივ გამოიხატება მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ფუნქციონალების განახლებასა და გამარტივებაში, მეორეს მხრივ კი - სხვადასხვა წამახალისებელი კამპანიების განხორციელებაში. მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო და ჯამში 63 გამარჯვებული გამოვავლინეთ.მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ემიგრანტებისთვის საბანკო ოპერაციების შესრულება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და კომფორტული გავხადოთ. სამომავლოდ მათთვის კიდევ არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ”, - განაცხადა საქართველოს ბანკის ემიგრანტების საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნატალია შათირიშვილმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)