|
2025-12-26 10:56:59, 7883 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი “ბიზნეს პროფაილინგი” დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ქმნის. ამ მიზნით, ვითარდება საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმა, რომელსაც ახალი კურსი, „ბიზნეს პროფაილინგი“ დაემატა. კურსი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვისა და მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ, ბიზნესში გადაწყვეტილების მიღების პროცესები გააუმჯობესონ. ბიზნესკურსით მონაწილეები გაიგებენ:
კურსს უძღვება მარიამ კვარაცხელია - კლინიკური ფსიქოლოგი და ჰედვაის აკადემიის დამფუძნებელი. კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან, ონლაინ, ნებისმიერ დროს მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული, ხოლო პლატფორმა მუდმივად ახლდება. ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ეს ერთიანი სივრცეა, რომელიც ბიზნესს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)