|
2016-03-28 11:39:31, 794 ნახვა
სამართალი
საბავშვო ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაციის ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბავშვო ბაღებში ფალსიფიცირებული კარაქის რეალიზაციის ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს „ნამდვილი პროდუქტები“-ს, შპს „ამირანი XXI“-ს და შპს „ჯი ეს ენ“-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა. „გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით. ბრალდებულები, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში. გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს. საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე.
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
ღობის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)