|
2025-12-24 14:00:19, 10553 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ხასაია არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს
"გელა [ხასაია] არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს...ხასიათი აქვს ეგეთი, რომ უსამართლობას ვერ იტანს და ყოველ ჯერზე, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვიღაცას ჩაგრავს, ესარჩლებოდა. - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. "გელა [ხასაია] არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს...ხასიათი აქვს ეგეთი, რომ უსამართლობას ვერ იტანს და ყოველ ჯერზე, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვიღაცას ჩაგრავს, ესარჩლებოდა. ეგ იყო და ეგ. და მაგის გამო რამდენჯერმე გააფრთხილეს კიდევაც რომ დადგება დღე, როცა სისხლით დაგიჭერთო და უბრალოდ დაუდგეს ეს რაღაცა სცენა. ვის სჯერა, რომ 50 კილოგრამის წონის გელა ხასაიამ ვიღაც კაცს მოსტეხა მაჯა. სრული სისულელე ხო? მაგრამ ჰყავთ ვიღაცები მოყვანილი მოწმეები, რომლებმაბრალიც აღიარეს, ისინი გამოდიან გარეთ და გელას ადებენ ხელს, რომ ვითომ გელამ ჩვენთან ერთად იჩხუბა და ჩვენთან ერთად სცემა ეს კაციო. დღესაც მოყვანილი ჰყავდათ გამომძიებელი, რომელიც რას ლაპარაკობდა თვითონ არ იცოდა. ჩვენებას იძლეოდა ოღონდ გონზე არ იყო რას ლაპარაკობდა. თან აღარც ვარ პოლიციაში, საქართველოს ბანკში გადავედიო და საქართველოს ბანკის ეიჩარი რას ფიქრობს არ ვიცი, ესეთი კაცი რომ ჰყავს სამსახურში აყვანილი" | თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. დღეს გელა ხასაიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ხასაიასთან ერთდ დაკავებულია ვასილ ქერდიყოშვილი. პროკურატურა ხასაიას ედავება, რომ მან 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. ხასაია და ქერდიყოშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)