|
2025-12-22 23:24:20, 12435 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: გირაოზე ჯერ პოზიცია არ მაქვს, როგორც კი ქიმიური ნივთიერების თემას შეეხები, პრობლემები გეწყება
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას, ამ დროისთვის, 30 000-ლარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს. იგი დღეს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას მის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს უკავშირებს, რომლის მთავარი საკითხიც გასული წლის ნოემბერში აქციების, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთირებით დაშლა იყო. ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურობა "ოცნების" ხელისუფლებისთვის "მტკივეულია." "გირაოზე არ მაქვს ჯერ პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა პასპორტსა და პირადობას მართმევენ - ვითომ ქვეყნიდან გავრბივარ. ვუკავშირებ დღევანდელ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა ნოემბერ დეკემბერში შარშან ადამიანების წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. ამ ბრიფინგზე წარდგენილი მასალები გადავუგზავნეთ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას. ერთადერთი ლოგიკა ეგაა, დილით 8-საათზე გამომიშვეს ციხიდან პარასკევს. თუ ამბავი ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღმკვეთი ღონისძიება არაა ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევს ან შაბათს გააკეთებდნენ. 3-ზე იყო ბრიფინგი და 2 საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო პროცესი იყო. მაღალი ალბათობით, ეს არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებთ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად მაგ თემაზე შეხება მათთვის არის სერიოზული პრობლემა... გავიმეორებ, რომ ეგ არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომ ეს თემა მათთვის ძალიან მტკივნეულია - როგორც კი მაგ თემას შეეხები, მაშინვე გეწყება პრობლემები. ეს ნიშნავს, რომ ამ თემაზე უნდა ჩავაჭიროთ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, დანაშაული აქვთ ჩადენილი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)