|
2025-12-21 11:14:24, 11255 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა პირადად აირჩია უიტკოფი შეერთებული შტატებიდან მთავარ მომლაპარაკებლად - The Wall Street Journal
პუტინმა პირადად აირჩია უიტკოფი შეერთებული შტატებიდან მთავარ მომლაპარაკებლად. - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემის თანახმად, პუტინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან კავშირების გამო, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის სასურველ მომლაპარაკებლად თავად აირჩია აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, მილიარდერი უძრავი ქონების დეველოპერი და დონალდ ტრამპის დიდი ხნის გოლფის პარტნიორი, სტივ ვიტკოფი. სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის წარმომადგენელი უკვე ექვსჯერ იმყოფებოდა რუსეთში, მაგრამ უკრაინაში არასდროს ყოფილა. WSJ-ის წყაროების ცნობით, პუტინი უიტკოფთან შეხვედრით იყო დაინტერესებული. პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა უიტკოფი რუსეთში მიიწვია, შუამავლად კი საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანი გამოიყენა. გამოცემის ცნობით, საუდის არაბეთის პრინცი დმიტრიევის ძველი მეგობარია. WSJ-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების საკითხებში ჩართული პირების ცნობით, უიტკოფის საუდის არაბეთში ყოფნის დროს პრინცმა მოჰამედმა რუსებს მისი კანდიდატურა თავად შესთავაზა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ WSJ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიტკოფის დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ ტრამპმა მიიღო და „მინიშნება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნებს რაიმე გავლენა ჰქონდათ ამ გადაწყვეტილებაზე, აბსურდულია“.
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)