|
2025-12-21 11:04:43, 12054 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა, ასევე, დაუფლების ბრალდებით დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული გ.ჩ., 2005 წელს დაბადებული გ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1982 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული ო.დ., 1984 წელს დაბადებული გ.გ. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)