|
2016-03-27 14:53:04, 542 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: საქართველო სომეხი ეროვნების შვილებით ამაყობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს. გიორგი კვირიკაშვილი დღეს სომხურ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო. პრემიერმა აღნიშნა, რომ აღდგომა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების, სინათლის წყვდიადზე გამარჯვების დღესასწაულია და ორი ერის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენი მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმით, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების ძალიან დადებით მაგალით მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოძმეებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს ბედნიერებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)