21:33 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 18:23:33, 4958 ნახვა

მსოფლიო
ოლანდი: რედაქციაზე თავდასხმა საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტია

"„Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმა საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტია“, - ამის შესახებ საფარანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდამსხმელები არა მხოლოდ რედაქციას, არამედ საფრანგეთის რესპუბლიკის ფუძემდებლურ პრინციპებს დაესხნენ თავს.

ოლანმდა თავდამსხმელების პოვნის და დასჯის პირობა დადო.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფრანგულმა სპეცსამსახურებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი აღკვეთეს.

დღესვე, საფრანგეთის მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელიც მომხდარ ტრაგედიას მიეძღვნება.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.

ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics