|
2025-12-10 13:07:05, 10088 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
მომხმარებელთათვის გადახდის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და მათი ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისიმ იმ თვითმომსახურებების ობიექტებში, სადაც ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო, პოს-ტერმინალების ინტეგრაციის ზრდა და ბარათით გადახდის სისტემის აქტიურად დანერგვა დაიწყო. ავტოსამრეცხაოები, ყავის და სხვა ტიპის “ვენდინგ” აპარატები- ჩამონათვალი არც თუ ისე მცირეა. აღნიშნული ინიციატივა მომხმარებლებთან ერთად, ხელსაყრელია ბიზნესებისთვისაც. გარდა იმისა, რომ მყიდველი სწრაფ, კომფორტულ და 24/7-ზე ხელმისაწვდომ მომსახურებას იღებს, თვითმომსახურების კომპანიისთვის სარგებელი ოპტიმიზებული პროცესები, ნაკლები ხარჯები და მაღალი გაყიდვებია. “თვითმომსახურების სექტორი სწრაფად იცვლება - მომხმარებელი ავტომატიზებულ, სწრაფ და უნაღდო სერვისს ითხოვს, რაც ბიზნესებს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გადასვლას აიძულებს. თუმცა პროცესს თან ახლავს რიგი ტექნიკური, ფინანსური და ოპერაციული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაშიც მნიშვნელოვანი როლი თიბისის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ენიჭება, რაც ამ ინიციატივამდე, მათ არ ჰქონდათ”, - გიორგი სიმონიანი, თიბისის გადახდების განვითარების ასოცირებული პარტნიორი. თიბისის მიზანი სექტორის სრულად ათვისება და მოქნილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ბიზნესების მაქსიმალური მხარდაჭერა და მათი მომხმარებლებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)