|
2025-12-03 17:12:55, 2409 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა (რ)
თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელიც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ლონდონში მიიწვიეს. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მთავარი სცენის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2030 წლისთვის საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. გიორგი თხელიძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: წამყვანი ბრიტანული კომერციული ბანკის - Lloyds - საცალო საბანკო საქმიანობის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანიის - Temenos-ისა და ბრიტანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია - Encompass-ის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე AI ინსტრუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ. 70 პროცესზე მეტი ბანკში უკვე ავტომატიზებულია, შედეგად, ვაჩქარებთ ბიზნეს პროცესებს და ვაუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ვცდილობთ, ბანკირებს კიდევ უფრო მეტი მონაცემზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონიფიცირებული მომსახურებისთვის; ხოლო იქ, სადაც ადამიანის ჩართულობა აუცილებელი არ არის, AI ინტერაქცია უფრო ეფექტიანად დავნერგოთ. მეამაყება, რომ Financial Times-მა ყურადღება სწორედ საქართველოზე და თიბისი ჯგუფზე შეაჩერა. შედეგად, მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა”,- გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)