|
2025-12-03 10:20:28, 1269 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალისტურია - რუსეთის საგარეო
რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის, განუცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროპაგანდისტულ მედიასაშუალება „იზვესტიას“. "რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. თბილისი კვლავ ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალისტურია. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული" - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)