21:22 - 22 Jul, 2026
|
2025-11-26 12:14:32, 2441 ნახვა
სამართალი
შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ნ. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - წერია შსს-ს განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)