|
2025-11-25 10:36:16, 1588 ნახვა
საზოგადოება
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
თიბისის მობაილბანკი მორიგ მნიშვნელოვან სიახლეს გთავაზობთ. ახალი ფუნქციონალი - საერთო ხარჯები თქვენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს. ამიერიდან, აღარ მოგიწევთ ქვითრების გაგზავნა, გაყოფა და მიმატება, თვლაში დროის დაკარგვა და მერე სათითაოდ, ყველა ადამიანთან გადაგზავნა. “ანგარიში ჩააგდე” - ამ სიტყვებს, მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, უკვე წარსულს ჩააბარებთ. მობაილბანკში საერთო ხარჯების სივრცეს შექმნით, მოიწვევთ მეგობრებს და ყოველ ჯერზე, როცა საერთო ხარჯი გექნებათ, ამ სივრცეშივე შეძლებთ მითითებას, გაყოფას და ერთმანეთთან ანგარიშსწორებას. ფუნქციონალი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მოგზაურობა, ტრანსპორტის ხარჯები, ბარებსა თუ რესტორნებში სტუმრობა და კიდევ უამრავი რამ, რაც თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ახლა უკვე მობაილბანკის საერთო ხარჯებში მოიყრის თავს. გამოსცადეთ თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალი პროდუქტების გვერდიდან.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)