11:50 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 16:07:51, 475 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა და სტუდენტები შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას დიდუბის გამგეობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შემუერთდნენ. მათ თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე ზებრა-გადასასვლელი მოხატეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგზაო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, სამხატვრო აკადემიისა და ილიაუნის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელის მოხატვა გვიან ღამით დაიწყეს და დილით დაასრულეს. ზებრა-გადასასვლელზე გამოსახულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო.

მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, შსს-სა და დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებმა მძღოლებსა და ქვეითებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები და საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics