11:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-24 11:40:31, 912 ნახვა

პოლიტიკა
CBS News: აშშ-უკრაინის ოფიციალური პირები ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ

CBS News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავენ.

მედია წერს, რომ ეს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობების ფარგლებში მოხდება, რათა მადლიერების დღისთვის უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

CBS News აღნიშნავს, რომ ამჟამად არ არსებობს კონკრეტული გეგმები ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე, აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არც რუსეთთან ან რუსეთშია დაგეგმილი.

აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლები ჟენევაში 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განსახილველად გამართული შეხვედრისა და დისკუსიების შემდეგ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მოლაპარაკებები იყო - "კონსტრუქციული, ფოკუსირებული და პატივისცემით სავსე, რაც ხაზს უსვადა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისადმი საერთო ერთგულებას".

"დისკუსიებმა აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი პოზიციების შეჯერებისა და შემდეგი ნაბიჯების მკაფიო განსაზღვრის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეხვედრებში მონაწილეობენ აშშ-ის, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და იტალიის წარმომადგენლები.

ამერიკის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, არმიის მდივანი დენ დრისკოლი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობდენ, უკრაინის მხრიდან კი დელეგაციას ანდრეი ერმაკი უძღვებოდა.

Axios-მა გამოაქვეყნა ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს უკრაინის ტერიტორიების დათმობას, ფრონტის ხაზის გაყინვას, არმიის შემცირებას და რუსული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას. ზელენსკი აცხადებს, რომ ტერიტორიების დათმობა გამორიცხულია და კიევი აშშ-სთან მუშაობას გეგმავს, რათა შეთანხმებაში უკრაინის ეროვნული ინტერესები სრულად იქნას დაცული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics