|
2025-11-19 15:41:20, 589 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე - გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება
საქართველო საავტომობილო გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით კვლავ მაღალ ნიშნულზეა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ - საქართველოში, ყოველწლიურად 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი კვდება, მაშინ როდესაც ევროპული საუკეთესო მაჩვენებელი არის 2-3 ადამიანი, ხოლო ყველაზე მაღალია - 7 ადამიანი, რაც რუმინეთში ფიქსირდება, - ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა წარადგინა. დარახველიძის ინფორმაციით, მოქმედი სანქციები პრევენციულ ეფექტს ვერ უზრუნველყოფს. “გასულ 2024 წელს, ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა - 444 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა - 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის 9-თვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი - 637 ერთეულით. ასევე, გაზრდილია ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. “წლევანდელი წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 1 972 692 ავტომობილი, რაც ჩვენს მოქალაქეების საკუთრებაშია. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან შემოსულ ავტომობილებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 1 151 943 ავტომობილი შემოიყვანეს. ჯამში, ქვეყანაში 3 მილიონ 100 000-ზე მეტი ავტომობილის მობილობა გვაქვს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)