|
2025-11-17 14:26:50, 1182 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად ზედიზედ უკვე მერვედ დაასახელა. ბანკმა ჯილდო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოში სავალუტო ტრანზაქციების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია, თიბისი კი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ბაზრის განვითარებისა და კლიენტების საჭიროებების გათვალისწინებით, ბანკი მომხმარებლებს მათზე მორგებულ ინოვაციურ სერვისებს სთავაზობს. “Global Finance-ის ჯილდო თიბისისა და ჩვენი ხაზინის გუნდის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ამ ნომინაციაში გამარჯვება კიდევ უფრო ამყარებს ბანკის წამყვან პოზიციას ბაზარზე და კლიენტების ნდობას, რომლებიც სავალუტო ტრანზაქციებისთვის სწორედ თიბისის ირჩევენ. ამ ნდობას ჩვენც შესაბამისად ვპასუხობთ და ვცდილობთ, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება უფრო კომფორტული სერვისების შევთავაზებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების უსაფრთხოებას და ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდებას”,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. „სავალუტო სერვისები სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ბანკებისა და მსხვილი კორპორაციების ძირითადი და სტრატეგიული ბიზნესი. თუმცა, სექტორში კვლავ მკვეთრი მერყეობებია, რაც განპირობებულია გეოპოლიტიკური დაძაბულობით, საპროცენტო განაკვეთების ხშირი ცვლითა და სტაბილურ ვალუტებზე ზეწოლით. წელს საუკეთესო სავალუტო სერვისების მიმწოდებლის ჯილდო იმ ინსტიტუტებს გადავეცით, რომლებიც ინარჩუნებენ ლიდერობას და აგრძელებენ ინოვაციების დანერგვას კონკურენტულ გარემოში”,- ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)