|
2016-03-25 13:28:22, 875 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები ავღანეთის მისიაში "დელტაში" წარმოებული ჯავშანჟილეტებით მიიღებენ მონაწილეობას
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის ოცეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეული მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სსსტც "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქართული მოდულური ჯავშანჟილეტების და ტაქტიკური ჩაფხუტების უახლესი მოდელები სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)