10:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 12:56:18, 450 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტს „მოხატე უსაფრთხოება“ -ს შეუერთდა

დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე, პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით „მოხატე უსაფრთხოება“.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს.

იმისათვის, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხებულიყო, ბელიაშვილის ქუჩა ღამით ნაწილობრივ გადაიკეტა.

აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების საკითხებში.

საგანმანათლებლო აქციის ფარგლებში, დიდუბის რაიონის გამგეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეითებსა და მძღოლებს მოძრაობის წესების შესახებ კამპანიის სტიკერები დაურიგეს და მოუწოდეს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.

მოხალისე სტუდენტებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მადლობის სიგელები გადაეცათ.

პროექტით, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე,  გათვალისწინებულია კიდევ ერთი ზებრა ხაზის მოხატვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics