|
2025-10-27 13:55:43, 1108 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში - გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში
თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს. თიბისი კამპუსში მიღებული ცოდნა სტუდენტებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში ეხმარება. კამპუსმა, ერთი წლის განმავლობაში, 600-მდე მონაწილე გააერთიანა, მათი 18% კი უკვე წარმატებით დასაქმდა. კამპუსში, თიბისის გუნდისთვის, კარგად ნაცნობი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიები ისწავლება. თიბისის გუნდის წევრები, სფეროს სხვა პროფესიონალების ჩართულობით აზიარებენ მათ საუკეთესო ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, კამპუსის კურსდამთავრებულებისთვის გაჩნდა ინიციატივა - „ერთი დღე თიბისიში“. ინიციატივის ფარგლებში კამპუსის 45 კურსდამთავრებული, 22 ოქტომბერს, თიბისის ესტუმრა - ჩაერთნენ მათი კურსის შესაბამისი მიმართულების სამუშაო პროცესში, გაეცნენ რეალურ პროექტებსა და გუნდის წევრებს. სამუშაო დღის ბოლოს კი ჩაუტარდათ მედეა ტაბატაძის ვორქშოფი თემაზე - „როგორ მოვემზადოთ სამუშაო ბაზრისთვის“. თიბისი კამპუსი სტუდენტებს 9 მოთხოვნადი მიმართულებით სთავაზობს ონლაინ კურსებს: მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარება, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, UI/UX დიზაინი, IT ბიზნეს ანალიზი, ბაზრის კვლევა, ციფრულ მარკეტინგი, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO. თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინ ფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)