|
2025-10-25 20:34:14, 1477 ნახვა
სამართალი
ახალგაზრდა მასწავლებელი რომელიც არასრულწლოვნებმა დაჭრეს გარდაიცვალა
ახალგაზრდა მასწავლებელი გიგა ავალიანი გარდაიცვალა. ის 3 ოქტომბერს, არასრულწლოვნებმა სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა თემქაზე მოხდა ბიჭი კომაზოტურ მდგომარეობაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ. გარდაცვლილის დედა მომხდარში ადანაშაულებს არასრულწლოვან გოგონას და მის შეყვარებულს, ასევე კიდევ ერთ პირს, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. როგორც დედა ამბობს, გოგონამ მისი შეყვარებული აეჭვიანა მიმოწერით, რომელიც მის აწგარდაცვლილ შვილთან ჰქონდა. მიმოწერა კი ეხებოდა მხოლოდ გაკვეთილების ცხრილს და ამ თემაზე საუბარს, რომელიც მეგობრული მოკითხვით იწყებოდა დედის თქმითვე, სწორედ ეს მიმოწერა გახდა მისი შვილის მკვლელობის მიზეზი. არასრულწლოვნები გიგა ავალიანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, როგორც კი მარტო მიმავალი დაინახეს, მაშინვე დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)