|
2025-10-23 23:52:37, 1096 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვია
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ლიეტუვის საჰაერო სივრცეში 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავი 18 წამის განმავლობაში დაფრინავდა. ლიეტუვა აცხადებს, რომ რუსული Су-30-ის ტიპის გამანადგურებელი და Ил-78-ის ტიპის საწვავის შესავსები ტანკერი, შესაძლოა, საწვავის შევსების საწვრთნელ მისიაზე იყვნენ, რა დროსაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში კალინინგრადის ოლქიდან დაახლოებით 700 მეტრით შეიჭრნენ და ტერიტორია 18 წამში დატოვეს. გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. "ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საჰაერო თავდაცვის მზაობის გაძლიერების მნიშვნელობას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს დაიბარებს ამ უგუნური და სახიფათო საქციელისთვის პროტესტის გამოსახატად", - განაცხადა მან. ამის საპასუხოდ, NATO-ს ბალტიის საჰაერო საპატრულოდან ორი ესპანური საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა, რომლებიც ახლაც საჰაერო პატრულირებას ახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)