|
2025-10-16 10:02:04, 1088 ნახვა
ეკონომიკა
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
2010 წლიდან მოყოლებული კომპანიამ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დაიმკვიდრა საიმედო, სტაბილური და თანამედროვე სადაზღვევო პარტნიორის რეპუტაცია. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია „ვაიზერი“. 15 ოქტომბერს „ასკანელში“ გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წევრები, სფეროს ექსპერტები და ბიზნესის ლიდერები. ღონისძიების პრეს-ბანერი ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ შექმნა. რებრენდინგის იდეა მხატვრულად „მოძრაობის თეატრის“ მსახიობების პერფორმანსმა გააცოცხლა. PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ლებანიძემ, ხაზი გაუსვა კომპანიის წვლილს ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. „PSP დაზღვევის 15 წლიანი გამოცდილება გვაძლევს ძალას, რომ მომავალს ახალი ხედვით შევხედოთ. „ვაიზერი“ არის ბრძენი თანამგზავრი ყველასთვის, ვინც არ უშინდება ცვლილებებს, ეძებს სიმართლეს და თამამად იღებს გადაწყვეტილებებს. „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ,“ ამ სლოგანით სადაზღვევო კომპანია ვაიზერმა დღეიდან ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო, რითაც დაზღვეულებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს. უახლოეს მომავალში „ვაიზერი“ საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ და თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს, რომლებიც ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს ბაზარზე. ბრენდის მთავარი ამბიციაა, შეცვალოს სადაზღვევო ბაზრის წესები, შექმნას პროდუქტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას რეალურად ამარტივებს და მათ გადაწყვეტილებებს უფრო თავისუფალს ხდის.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)