|
2025-10-14 18:34:17, 3357 ნახვა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 23 სექტემბერს მიიღო და საქმე ეხება “ბორდერიზაციის” მიზნით რუსეთის მიერ მიღებულ გრძელვადიან ზომებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის ხაზებთან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო. ● €20 მილიონი უნდა გამოიყოს 4 000 სკოლის მოსწავლისთვის, რომლებსაც უარი უთხრეს ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე. €5.17 მილიონი უნდა გამოიყოს 2 586-მდე ადამიანისთვის, რომლებიც უკანონო დაკავების მსხვერპლნი იყვნენ. ასევე €1.98 მილიონი – არასათანადო მოპყრობის 76 მსხვერპლისთვის. ● €1.3 მილიონი უკანონო მკვლელობის 20 მსხვერპლისთვის; და €320 000 გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებისთვის. “აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას.” – წერია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განაცხადა, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც დადგა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)