|
2025-10-14 17:37:20, 1151 ნახვა
სამართალი
დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია აუკრძალეს - ადვოკატი
ადვოკატის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციაც აუკრძალეს. "დავითთან რომ შევედი, ვუთხარი, მამაშენი ჩამოვიდა და პაემნის საკითხს აგვარებს-თქო და ასე მიპასუხა, რა პაემანი, მე ყველანაირი კომუნიკაცია და მიმოწერა აკრძალული მაქვსო - ტელეფონიც რომ მოვითხოვე, დარეკვა მინდა და ადვოკატთან მაინც დამარეკინეთ, რომ ვუთხრა, რა სიტუაციაში ვარო, ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნის მიპასუხეს, რომ არა, შენ ყველაფერი აკრძალული გაქვსო - ეს იქნება სატელეფონო, თუ წერილობითიო". - თქვა ადვოკატმა მარიამ ჩხეიძემ. 8 ოქტომბერს სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ დავით სტურუას აღკვეთის ღონისძიებით სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი 2 მუხლით წაუყენა - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)