|
2025-10-13 13:43:33, 1405 ნახვა
მსოფლიო
ჰამასმა ყველა 20 მძევალი ტყვეობიდან გაათავისუფლა
ყველა 20 მძევალი, რომლებიც, ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას ჰყავდა მძევლად და ცოცხალია, გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ისინი სამხედროებს გადასცეს. მძევლები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ჰამასმა ჯერ შვიდი გაათავისუფლა, შემდეგ კიდევ 13. დაღუპულთა ცხედრები ჯერ არ გადაეცათ ისრაელს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ გათავისუფლებული ბოლო გადარჩენილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე ჩავიდნენ. ეს 13 კაციანი მეორე და ბოლო ჯგუფია. ასევე გათავისუფლდება ღაზას სექტორიდან 1700-ზე მეტი პატიმარი და ისრაელის ციხეებიდან 250 პალესტინელი პატიმარი. მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ავტობუსების ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ ისრაელის ოფერის ციხიდან გადაჰყავდათ. ღაზას სექტორში საავადმყოფოები მათი დაბრუნებისთვის ემზადებიან. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პარლამენტში ჩავიდა, სადაც სიტყვით გამოვა. ის ასევე შეხვდება მძევლების ოჯახებს. ტრამპმა ასევე გამოთქვა სურვილი, ეწვიოს ღაზას სექტორს და ზოგიერთი ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მზადაა შეუერთდეს მას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)