|
2025-10-13 10:18:20, 1442 ნახვა
მსოფლიო
ჰამასის მიერ გათავისლუფებული პირველი 7 ტყვე ისრაელის სამხედროებს გადაეცათ
ჰამასმა მძევლები - მატან ანგრესტი, ძმები გალი და ზივ ბერმანები, ალონ ოჰელი, ეიტან მორი, ომრი მირანი და გაი გილბოა-დალალი - ღაზა სითიში წითელი ჯვრის პერსონალს გადასცა. შემდეგ წითელმა ჯვარმა ისინი ისრაელის ჯარებთან მიიყვანა. მძევლები ამჟამად ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ რეიმის მახლობლად მდებარე არმიის ბაზაზე გადაჰყავთ, სადაც ისინი სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას გაივლიან, სანამ ოჯახებს შეუერთდებიან. სულ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ჰამასის ტერორისტები დღეს 20 ადამიანის გათავისუფლებას გეგმავენ. ამავდროულად, ისრაელი ჰამასისთვის ბოლო ორი წლის ომის დროს 250 პალესტინელი პატიმრისა და 1700-ზე მეტი დაკავებულის გადასაცემად ემზადება. „როიტერის“ ცნობით, ზოგიერთი მათგანი უკვე ციხეებიდან ავტობუსებში გადაჰყავთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)