|
2025-10-09 12:31:41, 1485 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნანა სანდერსს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება წარუდგინა - მას 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება
პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, ნანა სანდერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ცნობისთვის, ნანა სანდერი შსს-მ 8 ოქტომბერს დააკავა - მანამდე, 7 ოქტომბერს, სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი. "ჩატარებული გამოძიებით ასევე იდენტიფიცირებულია ზემოაღნიშნულის დანაშაულებრივი ქმედების, ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი იგი სოციალური ქსელის გამოყენებით აქტიურად ახდენდა ძალადობრივი ქმედების განხორციელების ორგანიზიებას და ძალადობისკენ მოწოდებას, უზრუნველყოფდა დანაშაულში მონაწილე პირთა საჭირო ეკიპირებისა და აღჭურვილობის ფულადი სახსრების მობილიზებას, ასევე გასცემდა მითითებებს სამართალდამცავების წინააღმდეგ ეფექტურად დაპირისპირების გარემოებებთან დაკავშირებით. იგი კატეგორიულად მოითხოვდა სხვადასხვა ბრალდებულების თუ მსჯავრდებულების გათავისუფლებას და სახელმწიფო დაწესებულების შენობების საჯარო მოსამსახურეებისგან დაცლას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, ცალსახად მოუწოდებდა თანამოაზრეებს 4 ოქტომბერს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მიმართ განეხორციელებინათ სასტიკი ხასიათის ანგარიშსწორება. ნანა სანდერს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველიი ნაწიილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა დაკავებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონიისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს". - წერია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)