|
2025-10-09 11:22:41, 1356 ნახვა
ეკონომიკა
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის "თეგეტა მოტორსში"
მაღალი ხარისხის დანადგარები, სწორად ათვისებული სივრცე და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის ხარისხსა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. მსხვილ კორპორაციებს, საშუალო თუ მცირე ბიზნესს - ყველას, ვისაც მსგავსი მომსახურება სჭირდება, „თეგეტა მოტორსი“ სრულ სერვისს სთავაზობს. საქმე მთელ სისტემას ეხება და საჭირო დანადგარების მიწოდებას, სივრცის დაგეგმარებას, მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა თუ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.
იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი კორპორაციული სეგმენტი, რომელიც დიდ ავტოპარკს მართავს, ისე მცირე და საშუალო ავტოსერვისები. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საკუთარი სახელოსნოს მოწყობა სურთ. რაც შეეხება უშუალოდ დანადგარებს, ამ მიმართულებით მომხმარებელს სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორის, საავტომობილო ამწეებს, ვულკანიზაციის დანადგარებს, საავტომობილო რობოტებს, სამღებრო კამერას, დიაგნოსტიკის მრავალფეროვან სისტემას, ჰაერის კომპრესორს, შედუღების აპარატებს, სპეცინსტრუმენტებსა და სამრეცხაო პორტალებს. ეს დანადგარები განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. თითოეულს ექსკლუზიური პარტნიორებისაგან ვიღებთ. ყველა მათგანი პრემიუმ ბრენდია და „თეგეტა მოტორსი“ მათთან თანამშრომლობის არაერთ წელს ითვლის. საუბარია ისეთ მსოფლიო მწარმოებლებზე, როგორებიც არიან ამერიკული Hunter, დიაგნოსტიკის აპარატების მწარმოებელი კომპანია Texa, ასევე გერმანული Christ, რომელიც სამრეცხაო პორტალებს გვაწვდის. ჩამონათვალშია ასევე Nussbaum, Hofmann, OMCN, Teco, Gi
ავტოსერვისისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის მოწყობა, მაღალი ხარისხის, თანამედროვე დანადგარებთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაო ზონის შესაბამისად აღჭურვასა და ტექნიკის სათანადოდ გადანაწილებას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსი“, რომელსაც საავტომობილო სექტორში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტას სთავაზობს - მოწყობილობების მიწოდებით, მონტაჟითა და კონსულტაციით. იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი კვალიფიციური ტექნიკოსები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან. შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათში გავდივართ ადგილზე, შევისწავლით სივრცეს და ვიწყებთ დაგეგმარებას. მომხმარებელს დეტალურად ვურჩევთ, მაგალითად, სად უნდა დააყენოს ამწე, რობოტი თუ თვლების შეყრის აპარატი, მოკლედ, ხდება სამშენებლო ნაწილის სრული დაგეგმარება, რაც შემდეგ შეუფერხებელ და მაქსიმალურად ეფექტიან სამუშაო პროცესზე აისახება. ცხადია, ყველაფერი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური დაცვით ხდება. ამასთან ერთად, მომხმარებელი იღებს გარანტიას (საშუალოდ, 2-3 წელი), თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“. დანადგარების მიწოდება-მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კომპონენტს ენიჭება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამართული სერვისი, გამოცდილებასთან ერთად, მუდმივ განვითარებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ ტრენინგებსა და მომზადებას უშუალოდ მწარმოებლის ქარხნებში გადიან. სანამ ახალი დანადგარი მომხმარებლამდე მივა, მას ჰოლდინგის თანამშრომლები დეტალურად სწავლობენ. ეცნობიან ინფორმაციას როგორც პროდუქტის შესაძლებლობების, ისე მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესების შესახებ. ასევე, აქვთ მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ბრენდებისგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან დისტანციურ დახმარებას იღებენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)