|
2025-10-08 20:38:48, 1197 ნახვა
სამართალი
TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ, შინჯიკაშვილის მამა დააკავა
პროკურატურის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა. გამოძიების ცნობით, 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა. TV პირველის ჟურნალისტი, მარიამ მაკასარაშვილი, რომელმაც 12 მაისს დაზიანება მიიღო, ამბობდა, რომ ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ მას და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, საკუთარი და მედიის კუთვნილი ტექნიკა წაართვა. ტელევიზიის ცნობით, ჟურნალისტი მიღებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაიყვანეს - მას, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა ჰქონდა. უწყებას ბრალდებულის ინიციალები და ვინაობა განცხადებაში არ დაუკონკრეტებია. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ’ ქვეპუნქტით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს. ცნობისთვის, 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. გასულ წელს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინჯიკაშვილს კონფლიქტი ჰქონდა გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე ხარებასთან.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)