15:03 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 13:17:33, 2034 ნახვა

საზოგადოება
იმედს“ წლებია ივანიშვილი აფინანსებს, 2022 წელს პროპაგანდისტულ ტელევიზიას მისი მინიმუმ 61 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა

ტელეკომპანია „იმედს“ წლებია ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ხოლო 2022 წლის ბოლოს ტელეკომპანიის სასესხო დავალიანება ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ 61 მილიონი ლარი იყო - კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს

 "2025 წლის 8 სექტემბერს, ჰოლანდიურმა საგამოძიებო მედია პროექტმა Follow the Money გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ საშუალებას – ტელეკომპანია „იმედს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მეტი დეტალი აღმოაჩინა:
ბიძინა ივანიშვილი „იმედს“ მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს.
2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ 61 მლნ ლარი იყო.
„ქართუ ჯგუფთან“ დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება 165 მლნ ლარს აღწევს, რაც იმედის დაფინანსების 50%-ს აღწევს.
„იმედის“ დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას 331 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით).
კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი" | აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics