|
2025-09-30 15:45:42, 1984 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე
„ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, საპროტესტო ტალღის აგორებისა და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის ორგანიზების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგში ახალგაზრდების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების, ჩართვის შესახებ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების გავლით უცხოური დაფინანსების თემები უკვე გაშიფრულია. „ამ ახალგაზრდებს იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ადამიანების შექმნისთვის, როგორსაც ვხედავთ ყოველ საღამოს რუსთაველზე. ეს შემთხვევითი არ არის, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ აგენტურული ქსელი გაეკეთებინათ. უამრავი თანხა იხარჯებოდა და ახლაც აქვთ მცდელობა. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, ვითომ რაღაც კარგი საქმით იყვნენ დაკავებულნი ქვეყანაში, ძირითადი თანხები ხმარდებოდა პოლიტიკას, ბოროტებას, ადამიანების დაპირისპირების წახალისებას, პოლარიზაციის გაღრმავებას. არასამთავრობო ორგანიზაციების თემა უკვე გაშიფრულია. მცდელობა ჰქონდათ და უნივერსიტეტების გავლით აკეთებდნენ ამას და ესეც საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ როგორ მუშაობს. მაგრამ მარტო საქართველოში კი არ არის, ყველგან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გლობალური ომის პარტია, ე.წ. „დიფ სთეითი“, ამ მეთოდებით მუშაობს, რაზეც საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. ამიტომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, თუ ვის და რას ემსახურებიან აგენტურის წარმომადგენლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)