|
2025-09-29 16:39:53, 1664 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა
თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში, შატო “ვაინ ერა” გაიხსნა. მულტიფუნქციური კომპლექსი 14-ნომრიან სასტუმროს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოსა და ქართული და ევროპული ჯიშის ვენახებს აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 5 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. ბანკის მხარდაჭერით, “ვაინ ერა” ასევე ჩართულია სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და “სოფლის განვითრების სააგენტოს” სესხის თანადაფინანსების პროგრამებში. რესტორნები, საკონფერენციო და მოსასვენებელი სივრცეები სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. 16 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში კომპანიას მოჰყავს საფერავი, მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონ ბლანი. ვენახები სრულად წვეთოვანი სისტემით ირწყვება ტერიტორიაზე მოწყობილი ხელოვნური ტბის მეშვეობით. ტექნოლოგია ვაზს იცავს ზედმეტი დატენიანებისა და გამოშრობისგან, რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება. „ვაინ ერას“ ღვინის საწარმო 400 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას შეძლებს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული იტალიური მანქანა-დანადგარებითა და ყურძნის გადამამუშავებელი ხაზით. სამომავლოდ კომპანია დამატებით 17 ჰა-ზე ვენახების გაშენებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს. “ვაინ ერა” GD ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი აქვს დაფინანსებული. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და საქართველოს რეგიონების განვითარებას, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. “ვაინ ერას” კომპლექსის დაფინანსებით, ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებას უწყობს ხელს. აგრორსექტორში თიბისის პორტფელი 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეღვინეობას, 2022-2025 წლებში თიბისის ამ სექტორში 260 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)