|
2025-09-25 17:05:38, 1381 ნახვა
ეკონომიკა
8 თვეში თბილისში $2 მილიარდის 25 636 ბინა გაიყიდა
Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აგვისტოს მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25,636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 5.2%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები შემცირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. ამასთან, გასულ თვეში, მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა კვლავ გაიზარდა. ასევე, ფასმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. უფრო დეატალურად, ბაზრის ტენდენციები ასეთია: მოთხოვნა 2025 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2,858 შეადგინა, აქედან: • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა (8 თვეში -0.3% წ/წ). • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 17.8%-ით შემცირდა (8 თვეში +1.8% წ/წ).
Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) კი, 2025 წლის აგვისტოში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.2%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ 2024 წლის აგვისტოს მაღალი ბაზით იყო განპირობებული. აგვისტოში გაყიდვები თვიურადაც შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაყიდვები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა. 2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25,636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+5.2% წ/წ). მიწოდება 2025 წლის აგვისტოში ნებართვა გაიცა 22 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 145,928 მ2-ს შეადგენდა (+6.9% წ/წ). ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა. ფასები 2025 წლის აგვისტოში, პირველად ბაზარზე ფასმა ნელი ტემპით განაგრძო ზრდა. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.1%-ით გაიზარდა და 1,341 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა და 1,299 აშშ დოლარი შეადგინა. ქირა 2025 წლის აგვისტოში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ 2 ) ქირის ფასი თვეში, 0.7%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.6 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.4%-ით ჩამორჩება გასული წლის აგვისტოს ფასს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)