18:19 - 07 Jun, 2026
|
2025-09-25 10:46:48, 1339 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, სავარაუდოდ, სამოქალაქო თვითმფრინავი პირველად შეეჯახა დრონს
კამჩატკის საავიაციო საწარმოს An-26 თვითმფრინავი, რომელიც აგვისტოს დასაწყისში პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ტილიჩიკში მიფრინავდა, შესაძლოა ჰაერში დრონს შეეჯახა, იტყობინება ავიაკომპანია. აეროპორტში დაშვების შემდეგ, თვითმფრინავზე სტრუქტურული დაზიანებები აღმოაჩინეს, თუმცა ეკიპაჟმა ფრენის დროს ვერაფერი შეამჩნია. თავდაპირველად, ექსპერტებმა ფრინველის შეჯახება იეჭვეს. მოგვიანებით, ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოსთან (როსავიაცია) დაკავშირებულმა კომისიამ დაასკვნა, რომ თვითმფრინავი უცნობ ობიექტს შეეჯახა — სავარაუდოდ, უპილოტო საფრენ აპარატს. ვინ მართავდა დრონს ან სად გაუშვა ის, არ არის დაზუსტებული. მხოლოდ იმის ვარაუდია, რომ შეჯახება აფრენის ან დაშვების დროს მოხდა, განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)