|
2025-09-23 13:48:33, 1105 ნახვა
ეკონომიკა
Travel eSIM - ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის
ქართულ ბაზარზე პირველად, ყველაზე ინოვაციური შეთავაზება მათთვის, ვინც მოგზაურობს – Travel eSIM, რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე roamingpass.ge, მოგზაურობის მთლიანად ახალი გამოცდილებისთვის. Travel eSIM-ის გააქტიურება უმარტივესი და უსწრაფესია, მათ შორის უკვე საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც. სელფი მობაილი გახდა პირველი ქართული მობილური ოპერატორი, რომელმაც მოგზაურებს შესთავაზა ინოვაციური სერვისი - Travel eSIM, რომელიც სრულიად ცვლის ქართულ ბაზარზე მოგზაურებისთვის გამოცდილებას. მოგზაურებისთვის განსაკუთრებული კომფორტის უზრუნველსაყოფად შექმნილია ოთხი სხვადასხვა პაკეტი, თუმცა ყველა მათგანი მოიცავს სრულიად უფასო წვდომას Google Maps, WhatsApp და Messenger აპლიკაციებზე, მაშინაც კი, როდესაც პაკეტზე ინტერნეტი ამოწურულია:
არჩეული პაკეტი მომხმარებელს Travel eSIM-ის შეძენისთანავე ერთვება და 14 დღის განმავლობაში, ან ამოწურვამდე ის სარგებლობს სწრაფი და ხელმისაწვდომი როუმინგით. სერვისის შესაძენად ეწვიეთ: roamingpass.ge; გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, ასევე Apple Pay და Google Pay-ით, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის. „სელფი მობაილი კვლავაც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინოვაციების დანერგვაში და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, მოქნილი და მარტივი ციფრული სერვისების შეთავაზებაში. ახალი Travel eSIM-ი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა და სურს მსოფლიოს მასშტაბით სანდო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით სარგებლობა. Travel eSIM-ი მოგზაურობას მაქსიმალურად კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის, სერვისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროცედურის უმარტივესი სტრუქტურა - მომხმარებელი საშუალოდ 30 წამში ასრულებს სრულ პროცესს, მიუხედავად იმისა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ საზღვარგარეთ.” - აცხადებს თეკლე ცხვედიანი, სელფი მობაილის მობილური საბითუმო ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)