|
2025-09-10 22:50:12, 1544 ნახვა
სამართალი
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე დააკავეს
კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების ბრალდებით მეგი დიასამიძე დააკავეს. 23 წლის დიასამიძე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაკავებული. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება – მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე პატიმრობას. „სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა. ერთი ბეწო სინდისის მქონე სასამართლოც კი პირველივე სხდომაზე უნდა ათავისუფლებდეს მეგის“, - წერს იურისტი საბა ბრაჭველი. შსს-ს ცნობით, 8 სექტემბერს, კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეებზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ. დაკავებულთაგან ერთ-ერთია ზაზა მამალაძე, რომელმაც ქალს სახელში ხელი გაარტყა. კადრებში ჩანს, რომ ის, ასევე, უხამს ჟესტებს აჩვენებს აქციის მონაწილეებს. მეორე დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძე. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ის ხელკეტით უსწორდება აქციის მონაწილეებს. სხვა ვიდეოში მას პოლიციელი ეხვეწება, რომ „დრინი“ (ხელკეტი) მისცეს. ბუაჩიძე პოლიციელს ეუბნება, რომ „მათიანია, ოცნებიდანაა“.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)