08:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 09:26:56, 677 ნახვა

საზოგადოება
„მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის“ გამარჯვებული კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი გახდა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის I კურსის კადეტი გრიგოლ ვერულაშვილი „მოსწავლეთა პროექტების კონფერენციის“ გამარჯვებულია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან კონფერენციაზე საზოგადოებრივი პროექტების სექციაში ინგლისურ ენაზე წარადგინა პროექტი „საქართველო – ევროპული ოჯახის წევრი" და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ქართველი კადეტი სერთიფიკატით, წიგნებით და TOEFL-ის ტესტისთვის მოსამზადებელი 3 თვიანი კურსით დაჯილდოვდა.

„მოსწავლეთა პროექტების კონფერენცია“ მიზნად ისახავს თავი მოუყაროს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ნორჩ მკვლევარებს, მისცეს მათ საშუალება ფართო აუდიტორიას გაუზიარონ თავიანთი კვლევები და პროექტები. კონფერენცია მონაწილე მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიცნობენ ნიჭიერი და შემოქმედი თანატოლები.

კონფერენციის მზადებისას საორგანიზაციო კომიტეტი საქართველოსა და აზერბაიჯანის 20 სხვადასხვა სკოლიდან შემოსულ 70 პროექტს გაეცნო. ხუთი სხვადასხვა სექციის კომისიის წევრებმა შერჩეული 44 პროექტი მოისმინეს და მათ შორის 16 საუკეთესო გამოავლინეს.

კონფერენცია „ევროპულ სკოლაში“ ამავე სკოლის, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB), ამერიკული High School-ის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“, ბრიტანეთის საბჭოს, ამერიკული საბჭოების, “English Book in Georgia“-ისა და „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics