09:15 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 11:12:56, 1678 ნახვა

საზოგადოება
წელის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

წელის პრობლემების დროს სასურველია, გააძლიეროთ წელის კუნთები ცურვით ან ნაკლებად ინტენსიურ ვარჯიშების დახმარებით. ასევე ამ დროს პაციენტმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან და  რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. დღესდღეობით, წელის პრობლემებიდან საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთაშუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ჭარბწონიანობამ, ხანდაზმულმა ასაკმა, კონკრეტულმა ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.
  • სპონდილოზი - არის ხერხემლის სვეტის დეგენერაციის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ამ პათოლოგიას კი მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ოსტეოართრიტია, რომელიც ასაკთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს. სპონდილოზის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერვულ ღეროებზე ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, პარესთეზიები, წონასწორობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე.
  • სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლების განვითარებას, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიჩნეული, და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

გარდა ამისა, წელის ტკივილის დროს რეკომენდებულია ისეთი სპორტული აქტივობებით დაკავება, როგორიცაა: იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე ხერხემლის პრობლემების შესამცირებლად და სხვა თანმხლები დაავადებების პრევენციისთვის მიზანშეწონილია ხერხემლის ქამრებისა და კორსეტების გამოყენება. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია სამედიცინო  კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში. აღნიშნული პროდუქცია განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების მქონეა. არსებობს სხვადასხვა სიგრძისა ხერხემლის ორთოპედიული ქამრები და კორსეტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური დამატებითი მეტალის ან პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხვდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი შეძენა ასევე  ონლაინ მეთოდით - "ახალი ხედვის" ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი - akhalikhedva.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics