08:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 17:54:22, 573 ნახვა

საზოგადოება
მუხიანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ქეთევან ჯოხაძემ, მუხიანის დასახლებაში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათავლიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მუხიანის  II მ/რ-ის  მე-12  და IV მ/რ-ის 39-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების  რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოების ფარგლებში, ძველი მავთულბადეები შეიცვალა ახლით,  დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი. 

მათივე ინფორმაციით, ასევე,  რეაბილიტაცია ჩაუტარდა IV მ/რ-ის მე-17 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის შიდა კვარტალურ გზას.
დუმბაძის გამზირზე, მე-5 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ 3 551 კვ/მ.   ტერიტორიაზე დაიგო  ასფალტის ახალი საფარი, მოეწყო ბორდიურები, გაკეთდა კიბეები და პანდუსები. სადარბაზოებთან მისასვლელ მოედნებზე დაიგო დეკორატიული ბეტონის ფილები.

გლდანის გამგებელი  და რაიონის დეპუტატი სხვა მიმდინარე  სამუშაოებთან ერთად, ლაგურაშვილის ქუჩასა და IV-ა მ/რ N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერების მოწყობის სამუშაო პროცესსაც დაესწრნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შევხდენენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

ბესიკ ქარცივაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მუხიანში დაიწყება ორმოული სამუშაოები, მოეწყობა რამდენიმე ათეული ეზო და სკვერი.  ასევე,  გაკეთდება ახალი სპორტული მოედნები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics